SCHOOL

“11TH” გთავაზობთ ორ-თვიან დიჯეი კურსს. ჩვენი პროგრამა მორგებულია როგორც აბსოლუტურად დამწყებ, ასევე შედარებით გამოცდილ დიჯეებზე და მის ათვისებაში BASSIANI-ს რეზიდენტი დიჯეი Ndrx და Vodkast Records-ის დამფუძნებელი Zurkin გეხმარებიან. ამასთან ერთად, პერიოდულად ვიწვევთ სხვა ქართველ, თუ უცხოელ არტისტებს საკუთარი გამოცდილების გასაზიარებლად.

ამ ეტაპზე, კურსი მიმდინარეობს ინდივიდუალური პროგრამით და მისი ჯამური ხანგრძლივობა 24 საათია. გაკვეთილები ტარდება მე-11 სართულის ერთ-ერთ სტუდიაში, რომელიც აღჭურვილია ინდუსტრიის სტანდარტი აპარატურით.

კურსის ზოგადი აღწერა:

  • დიჯეი აპარატურის მიმოხილვა და ტექნიკურად გამართვა
  • მუსიკალური ფორმატებისა და სტრუქტურის გარჩევა
  • ქიუინგი
  • ბითმეჩინგის საფუძვლები
  • ბპმ/ტემპოს დადგენის ხერხები
  • მიქსინგის ტექნიკების შესწავლა, ექვალაიზერი/ეფექტები
  • დიჯეი სეტის დრამატურგია

სრული [ორთვიანი] კურსის ღირებულებაა 900 ლარი.
დაინტერესების შემთხვევაში მოგვწერეთ ფეისბუქზე