PRODUCTION

11th-4

11TH გთავაზობთ 3 თვიან შესავალ კურსს ელექტრონული მუსიკის წარმოებაში, რომლის ფარგლებშიც სტუდენტები გაეცნობიან შემდეგ თეორიულ და პრაქტიკულ პრინციპებს: აკუსტიკის ძირითადი მახასიათებლები, ანალოგური და ციფრული საუნდის თეორია, ელექტრონული მუსიკის წარმოების და გაჟღერების დროს გამოყენებული ხელსაწყოების მუშაობის პრინციპები, ჩაწერა, სინთეზი, სემპლინგი და ა.შ.

კურსის მიზანია სტუდენტებს მისცეს საბაზისო ცოდნა და ინსპირაცია, რომლის შემდეგადაც ისინი შეძლებენ გამოიმუშაონ მუსიკის შექმნის ესთეტიკა და ლოგიკა, დამოუკიდებლად მართონ პროცესები და მიიღონ სასურველი აუდიო პროდუქტი. კურსს გაუძღვებიან ირაკლი შონია და თორნიკე მარგველაშვილი.

კურსის ზოგადი აღწერა:

  • შესავალი ბგერის თეორიაში;
  • ანალოგური სიგნალის თეორია;
  • ციფრული სიგნალის თეორია;
  • ინფორმაცია ხელსაწყოების შესახებ: აუდიო ინტერფეისი, მიქსერი, მონიტორი და ა.შ
  • Ableton live ძირითადი ოპერაციები;
  • მიკროფონები, მათი სახეობები და დანიშნულება. ჩაწერის ტექნიკა და საფუძვლები;
  • სინთეზირების საფუძვლები. სინთეზატორი, მისი კომპონენტები და მუშაობის
  • პრინციპები;
  • პერკუსიული საუნდის სინთეზირება;
  • სემპლინგი.
  • ეფექტები (ტემბრული დამუშავების ხელსაწყოები: Reverb, Delay…)
  • არანჟირების პრინციპები Ableton live -ში
  • Mixing, Mastering-ის საფუძვლები. სიხშირული დამუშავების ხელსაწყოები (EQ ,Compressor…)
  • საბოლოო პროექტი

კურსი მიმდინარეობს ჯგუფური ფორმატით და მისი ხანგრძლივობა შეადგენს 48 საათს.
სრული [სამთვიანი] კურსის ღირებულებაა 1200 ლარი. გადახდა ხორციელდება სამ ეტაპად.
დაინტერესების შემთხვევაში მოგვწერეთ ფეისბუქზე