DJING

11TH გთავაზობთ ორ-თვიან დიჯეი კურსს. ჩვენი პროგრამა მორგებულია როგორც აბსოლუტურად დამწყებ, ასევე შედარებით გამოცდილ დიჯეებზე. მისი პრაქტიკული ნაწილის ათვისებაში BASSIANI-ს რეზიდენტი დიჯეი Ndrx, Kancheli, Zitto და Vodkast Records-ის დამფუძნებელი Zurkin დაგეხმარებიან. ამავდროულად, ჩვენს სართულზე პერმანენტულად გაიმართება ლექცია/სემინარები, სადაც კურსის სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ მრავალი საინტერესო მუსიკალური საკითხი განიხილონ რეზი ხუნწელიასთან ერთად. საუბრები შეეხება ელექტრონული მუსიკის ისტორიას, მისი განვითარების ეტაპებს და იმ სოციალურ, კულტურულ თუ პოლიტიკურ განზომილებას, რომლის გარეშეც ამ სივრცის განხილვა შეუძლებელია. შეხვედრების ინტერაქციული ფორმატი სტუდენტებს საშუალებას აძლევს აქტიურად ჩაერთონ დისკუსიაში და გააზიარონ შეხედულებები მათთვის საინტერესო საკითხებზე. ციკლის ფარგლებში პერიოდულად მოწვეულნი იქნებიან საინტერესო სტუმრები.

ამ ეტაპზე, კურსი მიმდინარეობს ინდივიდუალური პროგრამით და მისი ჯამური ხანგრძლივობა 24 საათია. გაკვეთილები ტარდება მე-11 სართულის ერთ-ერთ სტუდიაში, რომელიც აღჭურვილია ინდუსტრიის სტანდარტი აპარატურით.

კურსის ზოგადი აღწერა:

  • დიჯეი აპარატურის მიმოხილვა და ტექნიკურად გამართვა
  • მუსიკალური ფორმატებისა და სტრუქტურის გარჩევა
  • ქიუინგი
  • ბითმეჩინგის საფუძვლები
  • ბპმ/ტემპოს დადგენის ხერხები
  • მიქსინგის ტექნიკების შესწავლა, ექვალაიზერი/ეფექტები
  • დიჯეი სეტის დრამატურგია

სრული [ორთვიანი] კურსის ღირებულებაა 900 ლარი. გადახდა ხორციელდება ორ ეტაპად.
დაინტერესების შემთხვევაში მოგვწერეთ ფეისბუქზე