ABOUT US

11TH ქართველი არტისტების მიერ დაარსებული გაერთიანებაა, რომელთაც ძველი საბჭოთა შენობის მე-11 სართული სტუდიურ სივრცედ აქციეს.

ეს მულტიფუნქციური სივრცე ძირითადად ექსპერიმენტალურ ხელოვნებაზე ორიენტირდება, რისი მაგალითიცაა 11TH-ს ლაივ/მიქს ჩანაწერების პოდკასტ პროექტი, რომლის ფარგლებში მუსიკოსები მსმენელს თავიანთ ექსპერიმენტულ ნამუშევრებს აცნობენ.

11TH-ს ფარგლებში ფუნქციონირებს სკოლა, სადაც დაინტერესებულ ადამიანებს დიჯეინგის საფუძვლების შესწავლა შეუძლიათ.